ვანში სამართალდამცავებმა ერთმანეთი სცემეს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2019 14:54
ვანში სამართალდამცავებმა ერთმანეთი სცემეს

სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს ამ დროისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.

ტეგები