რუსთავში 22 წლის ქალი მე-3 სართულიდან გადავარდა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2019 17:35
რუსთავში 22 წლის ქალი მე-3 სართულიდან გადავარდა

რუსთავში, 22 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და პირველი სართულის მიშენების სახურავზე დაეცა.

დაშავებული თავის ტრავმითა და მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკა “რუსთავშია" მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა.

ტეგები