ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2019 17:47
ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ვანში, ერთ-ერთ რესტორანში შს სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლენი ერრთმანეთს ფიზიკურად დაპირისპირდნენ,

ტეგები