გრიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2019 18:42
გრიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

ღუდუშაურის კლინიკაში 26 წლის ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ "პირველი არხი" წერს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განცხადებით, ახალგაზრდას კლინიკური ნიშნებით ჰქონდა H1N1 ტიპის ვირუსი, თუმცა ეს ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა.

„სამწუხაროდ, სინჯი არ არის აღებული და ამიტომ ამას ლაბორატორიულად ვერ ვადასტურებთ. თუმცა ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ჰქონდა გრიპი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ჩემი ინფორმაციით, ბავშვი სრულიად უსაფრთხოდ არის. თუმცა ვერ მოგაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რის გამო გაურთულდა პაციენტს მდგომარეობა. ეს არის პერსონალური ინფორმაცია და ოჯახის თანხმობის გარეშე მისი გაცემა არ შეგვიძლია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტეგები