ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 8 წლის ბიჭი დაშავდა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2019 13:54
ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 8 წლის ბიჭი დაშავდა

ბათუმში პიროტექნიკის გამოყენების წესის დარღვევის გამო 8 წლის ბიჭი დაშავდა. ბავშვს დაზიანება ხელის და სახის არეში აქვს მიღებული. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

ბიჭი დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ჰყავდათ მიყვანილი, სადაც ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა და დახმარებაც აღმოუჩინეს. ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ტეგები