ავღანეთში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2019 15:58
ავღანეთში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში ტერაქტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის პოლიციის 4 თანამშრომელიც არის. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერორისტებმა იერიში პოლიციის საგუშაგოზე საღამოს 18:00 საათზე მიიტანეს.

თავდამსხმელებსა და ძალოვნებს შორის დაპირსიპირება ორი საათი გაგრძელდა. ორმხრივი სროლისას სამი პოლიციელი, ერთი ბავშვი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.
 

ტეგები