14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2019 22:32
14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაძაბული დღეა და გაფრთხილდით. აკონტროლეთ ემოციები. დაძაბულობის მიუხედავად, კარგად წარიმართება თათბირი, - "კამათში იბადება ჭეშმარიტება".

კურო
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უსიამოვნება დროებითია და მალევე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან.

ტყუპი
მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, საეჭვო საქმიანობას. განსაკუთრებით, როცა სწრაფ და იოლ ფულს გთავაზობენ. საღამოს გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით.

კირჩხიბი
შეიძლება საჩუქარი, მორალური მხარდაჭერა ან ახალი თანამდებობა მიიღოთ. მზად იყავით ახალი ვალდებულებების შესასრულებლად. პოზიტიურმა ცვლილებებმაც კი შეიძლება სტრესი მოგიმატოთ.

ლომი
დღეს საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით და ყველა საქმე ისე მოგვარდება, როგორც თქვენ გაგეხარდებათ. გაგაოცებთ ოჯახის წევრის საქციელი. თუ მოვლენებს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ხშირად ზედმეტი დრამატიზება გახასიათებთ.

ქალწული
იღბალი თქვენ მხარესაა და კარგი შანსი გაქვთ დაწინაურების, გამარჯვების, ახალ საფეხურზე გადანაცვლების. ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდებიან. მეგობრული შეხვედრებისა და ვირტუალური კონტაქტების დღეა.

სასწორი
ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის
დღეა. გავლენიანი მეგობრების და ოჯახის წევრების დახმარების იმედი გქონდეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. შეათანხმეთ მასთან ახალი იდეები.

მორიელი
გადაღლილი ხართ და დასვენების ნაცვლად ისევ შრომა მოგიწევთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით.

მშვილდოსანი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. ეცადეთ, ასეთად დარჩეთ საღამომდე და ახლობლებთან ერთად იმხიარულოთ. შეიძლება გაპატიონ ვალი, წყენა. "მშრალი" გამოხვიდეთ რთული საქმიდან.

თხის რქა
საყვარელი ადამიანი მიღწევებით გაგახარებთ. იყავით დიპლომატიური და ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ. შეიძლება გუშინდელი მტერი დღეს მეგობრად გაიხადოთ.

მერწყული
დროს საუბრებზე ნუ დაკარგავთ, ქმედებებზე გადადით. ზოგიერთს ზედმეტი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, მეტად დაისვენეთ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც.

თევზები
წარმატებული დღე გელით, მაგრამ უშრომველად ვერაფერს მიიღებთ. უნდა იბრძოლოთ კონკრეტული ადამიანის სიყვარულის, კოლექტივში პატივისცემის მოსაპოვებლად. ნუ ტკეპნით ერთ ადგილს, ერთი ნაბიჯით ზევით აიწიეთ.

ტეგები