კახა კალაძე ნინო ქათამაძის საახალწლო კონცერტს დაესწრო
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 10:04
კახა კალაძე ნინო ქათამაძის საახალწლო კონცერტს დაესწრო

თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. ცნობილი ქართველი მომღერალი მსმენელის წინაშე საახალწლო
პროგრამით წარდგა.

ჯადოსნურ სოფელში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წლის დადგომა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა
თბილისის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ჩვენს მოსახლეობას ძველით ახალ წელს ვულოცავ. ნინო ქათამაძის კონცერტით დავასრულეთ საახალწლო ღონისძიებები. ხვალიდან კი რესპუბლიკის მოედანზე ჯადოსნური სოფლის და საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყება. ჩვენ, დედაქალაქის მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ემოციები და დადებითი მუხტი, რაც აქ, ამ დღეებში მიიღეს ადამიანებმა, მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, რომელიც აქტუალურია ქალაქისთვის და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, უფრო მოწესრიგებული, მწვანე, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტეგები