დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 10:12
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დღესასწაული 2012 წლიდან ყოველ 14 იანვარს აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმოართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

ტეგები