საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 15:20
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში,14:29 საათზე, მაგნიტუდით 3.3 მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ამბროლაურიდან ორ კილომეტრში, სოფელ წესთან, 13 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაციას მიწისძვრის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტეგები