გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირდა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 15:35
გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირდა.

უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. გარადა ამისა, შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.

უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობის კურსს.

 

ტეგები