თოვლი, ქარი, შტორმი - ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 16:35
თოვლი, ქარი, შტორმი - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ტეგები