ავღანეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 21:05
ავღანეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულის ერთ-ერთ გასართობ კომპლექსში ამოქმედდა, რომელსაც ხშირად უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ტეგები