მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას გაუგებრობად აფასებს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2019 10:54
მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას გაუგებრობად აფასებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯვრის მონასტრის დაკეტვას გაუგებრობად აფასებს და პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს კომპეტენცია გარე ვაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში. გაუგებრობად შევაფასებდი. მალე, ასე ვთქვათ გაირკვევა ეს სიტუაცია და დაპირისპირება უფრო არ გაღრმავდება,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი გუშინ დაიკეტა. მიზეზი გარემო მოვაჭრეებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაა. მლოცველები და ტურისტები ტაძარში შესვლას ვერ ახერხებდნენ. 

ტეგები