აშშ-ში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2019 13:24
აშშ-ში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა

ნიუ-ჯერსის შტატში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ექსპრეს მიწოდების UPS-ის საწყობში 2 ქალი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევა ქალაქ ლოგანში მოხდა. პოლიციამ სპეცოპარცია ჩაატარა. შედეგად კაცი დააკავეს, ის დაჭრილია.

როგორც გაირკვა, მძევლებს შორის ერთ-ერთი თავდამსხმელის ყოფილი მეგობარი გოგო იყო.

ტეგები