„ძნელია, როცა იცი შენი შვილი ვინ არის და ვერ ამტკიცებ სიმართლეს“ - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2019 15:00
„ძნელია, როცა იცი შენი შვილი ვინ არის და ვერ ამტკიცებ სიმართლეს“ - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

თემირლანის ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩემს დაუკითხავად ერთი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული. ძნელია, როცა იცი შენი შვილი ვინ არის, რას წარმოადგენს, რისი გამკეთებელია და ვერ ამტკიცებ სიმართლეს, - ამის შესახებ სასმართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა(მედიკო) მარგოშვილმა განუცხადა.

მან დღეს სასამართლოში დეტალურად ისაუბრა სპეცოპერაციის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. მარგოშვილს ემოციური მდგომარეობის გამო, საუბრის რამდენჯერმე შეწყვეტა მოუწია.

„ამათ როგორც უნდათ, ისე იძახიან, რა თქმა უნდა, თავიანთი გამართლების მიზნით. ჩემს შვილს არანაირი ბრალი არ აქვს, გარდა იმ ორი ბიჭის ნაცნობობისა, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ხეობაში იყვნენ. ეს იმას არ ნიშნავს, თემირლანი რადგან მათ იცობდა, რაიმე სახის დანაშაული აქვს ჩადენილი, ან მათი წარმომავლობა იცოდა. ამ ორ ბიჭს იცნობდა ისევე როგორც, ჩვენ და მთელი სამეზობლო. თემირლანის ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩემს დაუკითხავად ერთი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული. ძნელია, როცა იცი შენი შვილი ვინ არის, რას წარმოადგენს, რისი გამკეთებელია და ვერ ამტკიცებ სიმართლეს. ამათ ხელშია ყველაფერი, როგორც უნდათ, ისე განაგებენ. მთავარია, ადამიანობა იქონიონ და აღიარონ სიმართლე. აქამდე, უსამართლობის, ცილისწამების მეტი, ამ ხელისუფლებისგან არ მინახავს. ამის მერე რა იქნება, არ ვიცი“, - განაცადა მედიკო მარგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა(მედიკო) მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.

ტეგები