აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე მოკლეს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2019 18:42
აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ ტამიშში რუსეთის მოქალაქე მოკლეს.

როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის მოქალაქე, რომელიც აფხაზეთში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ნიღბიანმა პირებმა მოკლეს. 

კერძოდ, გარდაცვლილის მეუღლის განმარტებით, მათ სახლში გვიან საღამოს შეიარაღებული ნიღბიანი პირები შევიდნენ, შელაპარაკების შემდეგ კი მისი ქმარი ფეხში დაჭრეს, რის საფუძველზე ავტომექანიკოსად მომუშავე რუსეთის მოქალაქე გარდაიცვალა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 

ტეგები