პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს პირველად თებერვალში ეწვევა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2019 22:37
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს პირველად თებერვალში ეწვევა

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი საფრანგეთში თებერვალში შედგება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში უკვე პრეზიდენტის რანგში, მისი წარსულისა და დიპლომატიური გამოცდილების გათვალისწინებითაც.

"სათვისტომოსთან შეხვედრა არის ყოველთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით პარიზში, სადაც 100 წლის წინ პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები პოლიტიკურ ემიგრაციაში წამოვიდნენ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები