შეიარაღებული თავდასხმა თბილისში, შესაძლოა, ექს-პრეზიდენტის სიძის სამეგობროს უკავშირდებოდეს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2019 22:48
შეიარაღებული თავდასხმა თბილისში, შესაძლოა, ექს-პრეზიდენტის სიძის სამეგობროს უკავშირდებოდეს

თბილისში დღეს მომხდარი თავდასხმა, შესაძლოა, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის სამეგობროს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე საათის წინ ისროდნენ. თავდამსხმელის სამიზნე იყო მამაკაცი, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იჯდა.

მანქანა მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მას ესროლეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და გაიქცა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლის ხმა 5-6-ჯერ გაიგეს. სროლის თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტეგები