ავარია გორში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2019 12:39
ავარია გორში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, გარდაცვლილი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლია.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.