"სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ"
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2019 16:17
„გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე საუბრისას განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურასა და კრიტერიუმებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ყველაფერთა დაკავშირებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს.
„ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურას, კრიტერიუმს, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ამ მიმართულებით ვართ მზად თანამშრომლობისთვის ყველასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კრიტერიუმებს შორის იყოს, არის თუ არა გასაჩივრებული მოსამართლის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გასაჩივრება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი ვერ გახდება.
„გასაჩივრება, თავისთავად, ბუნებრივია, ვერ გახდება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი. თუ რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს, ბუნებრივია, კრიტერიუმებს შორის ესეც შეიძლება იყოს. ყველა საკითხისთვის ჩვენ მზად ვართ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავარი თემა
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
დღის სიახლეები
10:18 22 , 2019
10:05 22 , 2019
23:55 21 , 2019
23:12 21 , 2019
22:35 21 , 2019
22:30 21 , 2019
21:10 21 , 2019
20:55 21 , 2019
20:44 21 , 2019
20:22 21 , 2019
20:10 21 , 2019
19:16 21 , 2019
18:51 21 , 2019
16:28 21 , 2019
15:21 21 , 2019
14:56 21 , 2019
14:44 21 , 2019
13:53 21 , 2019
12:01 21 , 2019
11:07 21 , 2019
10:32 21 , 2019
10:21 21 , 2019
00:32 21 , 2019
00:27 21 , 2019
23:39 20 , 2019
22:41 20 , 2019
22:17 20 , 2019
21:22 20 , 2019
20:14 20 , 2019
19:36 20 , 2019
19:32 20 , 2019
19:16 20 , 2019
18:54 20 , 2019
18:07 20 , 2019
18:03 20 , 2019
17:53 20 , 2019
17:46 20 , 2019
17:15 20 , 2019
16:51 20 , 2019
16:37 20 , 2019
ამინდი
ვალუტის კურსი
USD | 2.6570 |
EUR | 3.0128 |
GBP | 3.4714 |
TRY | 0.4994 |
კვირის TOP 5 სიახლე
“სახლიდან ვერ გავდივარ” – სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი
16:27 18 , 2019
ახალქალაქში 30 წლის ქალი ცოლად მოყვანის მიზნით კაცმა ქუჩიდან მოიტაცა
16:48 15 , 2019
ვენაში მოღვაწე ქართველი მხატვარი, ლია გულუა ჩამომხრჩვალი იპოვეს
15:59 17 , 2019
"სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გამათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა"
10:35 15 , 2019
"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დეველოპერული კომპანია არქი - Archi-ს ისნის პროექტში ბინა ვიყიდე..."
10:28 19 , 2019
შემოგვიერთდით