საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2019 21:16
საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. პირველი იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

ტეგები