დიდ დიღომში აფეთქებისას 4 ბავშვი დაშავდა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2019 22:06
დიდ დიღომში აფეთქებისას 4 ბავშვი დაშავდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ბავშვია მოთავსებული, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

„იაშვილის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. ორის მდგომარეობა მსუბუქია. მესამეს მდგომარეობა საშუალოსა და მსუბუქს შორისაა. მას თავის ქალის ტრამვა აქვს მიღებული“, - აცხადებს სერგეენკო.

მისი განცხადებით, კლინიკაში მეოთხე მოზარდსაც ელოდებიან.

სულ აფეთქებისას ხუთი ადამიანი დაშავდა. მეხუთე დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.

მომხდარ აფეთქებას, რომელიც სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია, სამი ადამიანი ემსხვერპლა.
 

ტეგები