დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულები სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2019 22:23
დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულები სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა

იაშვილის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მოზარდები იმყოფებიან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ოთხი მოზარდი იმყოფება.

აფეთქება დიდ დიღომში დღეს საღამოს მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა - ხუთი. 

ტეგები