ვინ არის ქალი, რომელიც გუშინ აფეთქებას მცირეწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2019 12:40
ვინ არის ქალი, რომელიც გუშინ აფეთქებას მცირეწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა

გუშინ, დიდ დიღომში, აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვაძეა.

ნათია ციცვაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიას ასწავლიდა.

მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი, და და მეუღლე იმყოფებოდდნენ. სამი შვილიდან ერთი - 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. აფეთქებისას დაიღუპა ნათია ციცვაძის დაც.