სისხლის კომპონენტების დეფიციტი გუშინდელ ტრაგედიამდეც იყო - სისხლის ბანკი
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2019 23:07
სისხლის კომპონენტების დეფიციტი გუშინდელ ტრაგედიამდეც იყო - სისხლის ბანკი

ბავშვების ტრავმამ რა თქმა უნდა დეფიციტი არ გამოიწვია, მაგრამ ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი!, - ამის შესახებ შპს „სისხლს ბანკის“ დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა განაცხადა. მის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ლოლიაშვილის თქმით, განცხადება, რომ ქვეყანაში სისხლის კომპნენტების დეფიციტია, მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც გაკეთდა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.

ის ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მინისტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მათ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ უკვე მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

დღეს მედიაში სისხლის ბანკის ასეთი შინაარსის განცხადება გავრცელდა:

„წუხელ, შემოყვანის დროს ერთ ბავშვს საოპერაციოში გადაუსხეს სისხლი, ასევე დილას, გამთენიისას დასჭირდა სისხლის გადასხმა. საუბარია, იაშვილის კლინიკაში მოთავსებულ ბავშვზე. „იმედის კლინიკაში“ მოთავსებული ბავშვი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაგრამ მანამდე სისხლი მასაც გადაუსხეს. მოვუწოდებთ მოსახლეობას - სისხლის გაღებისკენ, რომ მარაგი ცოტა გავზარდოთ, არ ვიცით რაში დაგვჭირდება. დღეისათვის მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა“. 

წყარო: იმედინიუსი

ტეგები