ზუგდიდში H1N1 ვირუსით 41 წლის კაცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2019 12:18
ზუგდიდში H1N1 ვირუსით 41 წლის კაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით 41 წლის კაცი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში პაციენტი 10 იანვარს შემოიყვანა, მას ქონდა ფილტვების ორმხრივი პნევმონია.

ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზე.