გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2019 19:40
გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში განაგრძობს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“ ჩაირიცხა. ამის შესახებ ცნობას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. 32 წლის მეკარემ გერმანულ კლუბთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი ლორია რამდენიმე თვეა უკლუბოდაა. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ცნობები, რომ მისით ყაზახური და აზერბაიჯანული კლუბები იყვნენ დაინტერესებული, თუმცა ლორიამ კარიერის გერმანიაში გაგრძელება გადაწყვიტა.

1974 წელს, როდესაც „მაგდებურგი“ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას წარმოადგენდა, გუნდმა უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში მილანი 2-0 დაამარცხა და პრესტიჟულ თასს დაეუფლა.

ამჟამად „მაგდებურგი“ მეორე ბუნდესლიგაში გამოდის, პირველი წრის შემდეგ ბოლოსწინა პოზიციაზეა და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ტეგები