19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2019 22:25
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არ იწუწუნოთ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. საღამო ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ.

კურო
ბავშვები კარგი საქიელით გაგახარებენ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი კულინარიისა და ხელოვნებისადმი. საყვარელი ადამიანი უსიტყვოდ გაგიგებთ.

ტყუპი
დაემშვიდობეთ იმ საქმეებს, სიტუაციებს, სადაც თავს ცუდად გრძნობთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. ეს დღე ფიქრს, მსჯელობას დაუთმეთ.

კირჩხიბი
მგზავრობისას სასიამოვნო სიახლეები გელით. მოიფიქრეთ, რით გააუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, თუ ის თქვენზე ნაწყენია.

ლომი
სიმშვიდე და სიწყნარე გსურთ. კარგი დღეა განმარტოებისა და ფიქრისთვის. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

ქალწული
მეტად დაისვენეთ. მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას. კარგია მედიტაცია. შეიძლება მოგონებებმა გაგიტაცოთ.

სასწორი
ყველაფრის მიტოვება და საყვარელ ადამიანთან განმარტოება მოგინდებათ. ერთად უყურეთ სასიამოვნო ფილმს. გადაახარისხეთ ძველი ფოტოები.

მორიელი
გააუმჯობესეთ კავშირები. განსაკუთრებით, მანდილოსნებთან. საღამო პასიურ დასვენებას დაუთმეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მშვილდოსანი
ოჯახურ გარემოში თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. მოერიდეთ ინტრიგებს და გაურკვეველ სიტუაციებს. მკურნალობისთვის ხალხური მეთოდები გამოიყენეთ.

თხის რქა
დღეს თავადაც გაგიკვირდებათ, მაგრამ ოცნებებსა და ილუზიებში გადავარდებით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

მერწყული
ნებისმიერ საქმეს და ვალდებულებას სიყვარულით მიუდექით და ყველაფერი გამოგივათ. შეამცირეთ ხარჯი.

თევზები
ნუ ეჭვიანობთ უსაფუძვლოდ; მოერიდეთ წვრილმანებზე კამათს. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

ტეგები