იაშვილის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 19 / 01 / 2019 13:05
იაშვილის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, გასულ ღამეს გარდაიცვალა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ინ ფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

საბა კიწმარიშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. 

ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

მისი დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო.