დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2019 12:17
დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. ნათია ციცვიძე, მისი და ნინო ციცვიძე და მცირეწლოვანი შვილი ქაშუეთის ეკლესიაში გუშინ გადაასვენეს.

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს და მომხდარის გამო დაკავებულია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი.

ტეგები