„ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები“ - ილია მეორე
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2019 14:58
„ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები“ - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები", - ბრძანა პატრიარქმა.

გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნინო ციცვიძე ქაშვეთის ტაძარში გუშინ გადაასვენეს. ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.


 

ტეგები