სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს ეწვია
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2019 19:25
სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს ეწვია. პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ნატო-ში. ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე ნატოს გენერალურ მდივანთან, და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს დღის წესრიგს.

"პრეზიდენტს ექნება საშუალება, დეტალურად მიმოიხილოს, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი.
მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია და მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რაც შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება", - აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც პირველ სამუშაო ვიზიტს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.

ტეგები