ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური მოკლულია? - დავით რაზმაძის ოჯახის წევრების ვარაუდი
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2019 20:07
ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური მოკლულია? - დავით რაზმაძის ოჯახის წევრების ვარაუდი

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას, ეკიპაჟის წევრების გამოკითხვასა და დამატებით ექსპერტიზას ითხოვს.

23 წლის მეზღვაურის ბიძა იასონ ცეცხლაძე ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია და არ გამორიცხავს, რომ გვამი თავიდან მოშორების მიზნით წყალში გადაეგდოთ.

იასონ ცეცხლაძეს საეჭვოდ მიაჩნია რამდენიმე გარემოება. კერძოდ ის, რომ ოჯახს დაგვიანებით შეატყობინეს მისი დაკარგვის შესახებ, ასევე ის, რომ გამქრალია ვიდეოჩანაწერები და ვახტაზე მარტო იყო სამორიგეოდ.

ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა დავით რაზმაძის ცხედარს დაზიანებები. ის სვირინგით ამოიცნეს, რომელიც მკლავზე ჰქონდა.

დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. 

ტეგები