თურქეთის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2019 09:59
თურქეთის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სანაპიროსთან მაგნიტუდით 4.6 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:12 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის კურორტ მარმარისიდან 23 კილომეტრის, ხოლო საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან 45 კილომეტრის დაშორებით იყო.

სტიქიის შედეგად ნგრევასა და დაშავებულებზე ცნობები არ გავრცელებულა.

ტეგები