დავოსში, ფაშინიანისა და ალიევის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2019 13:22
დავოსში, ფაშინიანისა და ალიევის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მასსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა.

არაოფიციალური შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის დავოსში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე შედგა.

„დავოსში ალიევთან არაოფიციალური შეხვედრა შედგა. ჩვენ გავცვალეთ აზრები ახლანდელ სიტუაციასთან, მოლაპარაკებების პროცესსა და შემდგომი მოლაპარაკებების შესახებ. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა“, - წერს ფაშინიანი Facebook-ზე.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს აქამდე ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშამბეში შეხვდნენ. 2018 წლის 27-28 სექტემბერს გამართულ ფორუმზე ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი შეთანხმდნენ, რომ შეამცირონ დაძაბულობა სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

წყარო:liberali.ge

ტეგები