რატი იონათამიშვილი სომხეთის დელეგაციას შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2019 15:17
რატი იონათამიშვილი სომხეთის დელეგაციას შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციამ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით იმყოფება.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების თაობაზე. მათთვის იყო მნიშვნელოვანი სიახლე, რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიულ ანგარიშსაც ვიხილავთ, რასაც საფუძველი 2018 წელს დავუდეთ და ყოველწლიურად გავაგრძელებთ “, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მან სტუმრებს გააცნო სახალხო დამცველსა და კომიტეტს შორის თანამშრომლობის მექანიზმი და ფორმატი.

„სტუმრებს მოვუყევით პრაქტიკა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფილია სახალხო დამცველის შესახებ კანონით და პარლამენტის რეგლამენტით. ასევე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.






 

ტეგები