24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2019 00:16
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს მხოლოდ ერთგული ადამიანების იმედი უნდა გქონდეთ. დასვენებისა და ოცნებების სურვილი არ მოგეცემათ. იზრუნეთ დაწყებული პროექტების დასრულებაზე.

კურო
ეგოისტ ადამიანებსაც კი ტკბილად და თბილად მოექცით. საქმიან შეხვედრებზე მნიშვნელოვანია ინტონაცია და არა წარმოთქმული სიტყვები.

ტყუპი
გათავისუფლდით მავნე ჩვევებისა და რთული ადამიანებისგან. შეიძლება ვერ გააფორმოთ დოკუმენტები, გაჭიანურდეს საქმეები, გადაიდოს შეხვედრები.

კირჩხიბი
ერთგული ადამიანების გვერდით შეძლებთ მუშაობას და საყვარელი ადამიანების გვერდით იგრძნობთ თავს ბედნიერად. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ბიზნესმენმა ნიშნებმა არ დაუშვათ შეცდომები.

ლომი
არავის ენდოთ, გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ფსიქოლოგიისა და მედიტაციისადმი.

ქალწული
ზედმეტად ემოციური ხართ. ჰარმონიას შეგიქმნით სასიამოვნო გარემო, მუსიკის ხმა. მოერიდეთ ვირტუალურ თამაშებს, მიმოწერას უცნობებთან.

სასწორი
მარტივი საქმეები შეასრულეთ, ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ ფული ან მნიშვნელოვანი ნივთები.

მორიელი
მეტად დაკვირვებული
უნდა იყოთ. გათავისუფლდით დაძაბულობისა და ემოციური შებოჭილობისგან. დღეს შეიძლება იპოვოთ სიყვარული, მფარველი, სულიერი და/ძმა. ნუ გახდებით საკუთარი სურვილების მსხვერპლი.

მშვილდოსანი
ნუ გახდებით სხვისი ჭირვეულოის მსხვერპლი. ნაკლები იფიქრეთ წარსულ წარუმატებლობაზე. შეიძლება სხვისი საიდუმლოებები ან კაპიტალი განდონ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი პოლიტიკისა და საბანკო საქმეებისადმი.

თხის რქა
შეიძლება არაფორმალური ორგანიზიციის, ჯგუფის წევრი გახდეთ. დიპლომატიურად შეძლებთ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების გარშემო მყოფებისთვის გაზიარებას. მეტად დაეყრდენით პირად გამოცდილებას, მაგრამ ახალ საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ.

მერწყული
სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. გარშემო უამრავი ადამიანია, ვისაც სურს, დაგეხმაროთ მატერიალურადაც და კარიერაში წარმატებს მისაღწევადაც. ეცადეთ, არ აჰყვეთ უარყოფით ემოციებს (ეჭვიანობა, სიძულვილი, სამაგიეროს გადახდა).

თევზები
მშვიდი საქმეები შეასრულეთ. მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. ეცადეთ, "ბრმად" არავის ენდოთ. ზოგიერთი ემიგრაციაზე დაფიქრდება.

ტეგები