ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2019 12:30
ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლისთვის და საბჭოს წევრისთვის, ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხზე მსჯელობენ. საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება 10 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო.

სხდომა განცხადებებით დაიწყო, ურთიერთბრალდებები კი ხმაურში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა ოქუაშვილისთვის მანდატის შეჩერების საკითხის გადადებას დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლამდე ითხოვდა. სხდომაზე ასევე აქტუალურია გასხვისებლი ქონებები, ტერმინალის მშენებლობა და დეპუტატის მიერ პირდაპირ ეთერში სასუქის ჭამა.

ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდა. მან აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა.

წყარო: იმედინიუსი

ტეგები