"2 წელია დავით ბაქრაძე ბიუჯეტის ფულით "შოპინგობს"
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2019 16:43
"2 წელია დავით ბაქრაძე ბიუჯეტის ფულით "შოპინგობს"

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დავით დარჩიაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ვიცე-სპიკერი ბრიუსელში "საშოპინგოდ" იყო წასული.

"დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია, დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი ორჯერ მყავს ნანახი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში", – დაწერა ჩუგოშვილმა.

ტეგები