„მზად ვართ შევხვდეთ ქალაქის მერს და ერთობლივად მოვიძიოთ გამოსავალი“ - სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2019 17:22
„მზად ვართ შევხვდეთ ქალაქის მერს და ერთობლივად მოვიძიოთ გამოსავალი“ - სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი გიორგი ზაქაიძე განცხადებას ავრცელებს და გამოტქვამს დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის მზაობას.

მისი განცხადებით, ტერიტორია სასტურმოს ასაშენებლად შესყიდულია კანონის სრული დაცვით:

„ბოლო დროს განვითარებულმა მვლენებმა მიიღო ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფორმა. ამ პროცესში მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემის და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ.

მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია, შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა.

ჩვენ შევიძინეთ, კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი, რაზეც იყო გაცემული ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური ეკოლოგიური ნაგებობა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივისტთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა, საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე, ეს პროცესი არ გაუპროტესტებია.

ჩვენგან არის მზაობა შევხვდეთ ქალაქის მერს, კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“, - ნათქვამია გიორგი ზაქაიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკშ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა რეზონანუსლი საკიტხია. დედაქალაქის მერიმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არნიშნულ მშენებლობას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. პირველი შეხვედრა სასტუმროს წარმომადგენლობასა და მერიის წარმოამდგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.

ტეგები