ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს და პრივილეგიები შემომთავაზეს - დათუნაშვილი
ამობეჭდვა · 25 / 01 / 2019 21:41
ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს და პრივილეგიები შემომთავაზეს - დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭდავეთა ნაკრების კაპიტანი, ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან არ ითანამშრომლებს.

როგორც დათუნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობიდან მას არავინ დაკავშირებია, თუმცა მათი სახელით მამაო გაუგზავნეს:

მამაო მეუბნებოდა – ზურა, ყველანაირად პრივილეგირებული იქნებიო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად იმაზე მაქვს პრეტენზია, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ეს პრივილეგიები.”

დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის სახელით გაგზავნილი მამაო ურჩევდა, გაჩუმებულიყო და არ ამოეღო ხმა, რის მერეც ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მოჭიდავეს სურდა:

მე ვუთხარი მამაოს, რომ არ უნდა იყოს ასე. უნდა იყოს სამართლიანად. მე როგორც მინდა, რა შუაშია? ყველა ტურნირზე შენ იქნები პრივილეგირებული და შენ წახვალო.”