ავარია თბილისში - დაღუპულია 1 ადამიანი
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2019 10:41
ავარია თბილისში - დაღუპულია 1 ადამიანი

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობასთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 61 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტეგები