სოლომონის კუნძულებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2019 10:44
სოლომონის კუნძულებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, სოლომონის კუნძულებთან მაგნიტუდით 6.2  მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები  ჩიროვანგას რაიონის სამხრეთ-დასავლეთით 59 კილომეტრში, გრინვიჩის დროით 03:51საათზე დაფიქსირდა.

ცუნამის საფრთხისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

ტეგები