საქართველოში ე.წ ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2019 12:32
საქართველოში ე.წ ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ნანა ოდიშარიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოდიშარიას ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.

„ერთ-ერთი პაციენტი გუშინ გარდაიცვალა და მას H1N1 დაუდასტურდა. დღეის მდგომარეობით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი ბავშვია. ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა“, - აცხადებს ნანა ოდიშარია.

ბოლო მონაცემებით, სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი.

ტეგები