პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2019 11:20
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტეგები