ფილიპინებში აფეთქებებს 27 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2019 12:26
ფილიპინებში აფეთქებებს 27 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში, კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ ხოლოზე დატრიალდა.

პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ეკლესიაში წირვა იმართებოდა. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ეკლესიის სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში ამოქმედდა.
​გარდაცვლილთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

აღნიშნულ თავდასხმას წინ უსწრებდა რეფერენდუმი, რომელზეც მუსლიმებით დასახლებული რეგიონის მცხოვრებლებმა ავტონომიის გაფართოებას დაუჭირეს მხარი. თუმცა კუნძულ ხოლოს მკვიდრმა მოსახლეობამ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა ხმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ტეგები