2020 წლიდან აბიტურიენტები გამოცდების ახალი მოდელით ჩააბარებენ
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2019 22:35
2020 წლიდან აბიტურიენტები გამოცდების ახალი მოდელით ჩააბარებენ

2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებელში აბიტურიენტები გამოცდების ახალი მოდელით ჩააბარებენ., - ცვლილებებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი „იმედის კვირასთან“ ანონსებს.

„გამოცდების ახალი მოდელი“ განათლების რეფორმის მცირე ნაწილია. სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლის შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილის გუნდმა ექსპერტებთან ერთად კომპლექსური მიდგომა შეიმუშავეს. იმისთვის, რომ განათლების ყველა საფეხურზე ცოდნის მიღება საერთაშორისო სტანდარტით მოხდეს.

ახალი საგაკვეთილო პროცესი პირველად 150-ე სკოლაში დაინერგა, გადამზადდა 22 მასწავლებელი. გაზაფზულზე თანამედროვე, აქტიური გაკვეთილები კიდევ 50 სკოლაში დაიწყება. საბოლოოდ, 21-ე საუკუნის ტენდენციები ქვეყნის მასშტაბით სრულად დაინერგება და შესაბამისად, თითოეულ კლასში ბავშვებს სწავლის მიმართ ინტერესი და ხალისი გაეზრდებათ.

რეფორმა სკოლის ადმინისტრაციის გაძლიერებასაც გულისხმობს. როგორც მინისტრი ამბობს ყველაფერს უზნაძის 52 ნომრიდან ვერ მართავ, ამიტომ სისტემის დეცენტრალიზაცია ეტაპობრივად უნდა მოხდეს და სკოლამ განვთარება დამოუკიდებლად შეძლოს.

ტეგები