m²-მა 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა
ამობეჭდვა · 28 / 01 / 2019 15:43
 m²-მა 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

m² -მა 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა. კომპანიის მფლობელობაში არსებული პორტფელი მოიცავს კომერციულ, საოფისე და სასაწყობე ფართებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში m²-ი მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში და შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ კვარტალში ერთხელ მოხდება. m²-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ-მა“ განახორციელა. 

„მოხარული ვართ განვაცხადოთ m² -ის ობლიგაციების რიგით მეოთხე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ ფიქსირდება გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მომხმარებლის მხრიდან m²-ის მიმართ მაღალი ნდობის ხარისხზე. 

ობლიგაციების განთავსება მოხდება საფონდო ბირჟაზე, ხოლო მათი შეძენა იქნება შესაძლებელი ნებისმიერი საბროკერო კომპანიის მეშვეობით, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია გააჩნია.“ - განაცხადა m² ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.