საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში IRI-ის პრეზიდენტსა და ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორს შეხვდა
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 09:55
საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში IRI-ის პრეზიდენტსა და ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა და მზაობა გამოხატა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოსთან ურთიერთობები და მხარდაჭერა, კონკრეტულად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროგრამებზე, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობას, ქალთა გაძლიერებას და რეგიონების გააქტიურებას პოლიტიკურ პროცესებში. დენიელ ტვინინგმა დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერება როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ ემსახურება საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების განხორციელების პროცესში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო რეფორმის და არსებული გამოწვევების შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც მოემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას.

შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.


 

ტეგები